Thursday, June 18, 2015

დღე მეცხრე

მეცხრე დღე იყო დამაგვირგვინებელი იმ შეძენილი ცოდნისა,რომელიც შევიძინეთ ამ ტრენინგის განმავლობაში.დღეს ავტვირთეთ საქაღალდეები, განვიხილეთ პროექტის ფასილიტაცია,მოვისმინეთ და კომენტარები გავუკეთეთ ერთმანეთის პროექტის პრეზენტაციებს.ვიმედოვნებ,რომ ეს ყველაფერი დამეხმარება სასწავლო პროცესის წარმართვის დროს და ჩემს მოსწავლეებს გავუზიარებ ამ გამოცდილებას

დოლაბის ქვის რაკრაკი

Tuesday, June 16, 2015

დღე მეშვიდე

დღევანდელი დღე კიდევ უფრო სინტერესო იყო,გავიმეორეთ ტესტები,შედგენა,გაგზავნა,შეფასება და ა.შ. ვიმუშავეთ მოსწავლის პროექტის პრეზენტაციაზე,შეფასების რუბრიკაზე,შევარჩიეთ კომპონენტები,შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ჩეკლისტი.მთელი დატვირთვით ვიმუშავეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ.ვიმედოვნებ,რომ ასეთი ნაყოფიერი მუშაობა გამომადგება შემდგომ მოსწავლეებთან პროექტზე მუშაობაში,ეს მოსწავლეებს ძალიან დააინტერესებთ,მათთან ერთად ეტაბობრივად შევქმნით კარგ პროექტს,რაშიც ეს ტრენინგი ძალიან დამეხმარება

Sunday, June 14, 2015

დღე მეექვსე

სასწავლო ნიმუშები,შევიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში,გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას,მომეწონა დღევანდელი სამუშაო პროცესი,მადლობა ბატონ დიმიტრის!

Saturday, June 13, 2015

დღე მეხუთე

დღეს შევისწავლეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სხვებთან კომუნიკაცია,აქტივობა,რომელშიც იქნება ერთი კონკრეტული კვლევა,თანამშრომლობა.ინფორმაციის ატვირთვა დრაივზე.ძალიან მომეწონა დღევანდელი დღე,საკმაოდ შრომატევადი და დატვირთული იყო.გავეცანი ჩემი კოლეგის მიერ მომზადებულ პროექტის პრეზენტაციას"მწვანე აფთიაქი",ძალიან შინაარსიანი და საინტერესო იყო.


ჩემი პროექტის პრეზენტაცია


Sunday, June 7, 2015

დღე მეოთხე

დღეს შევისწავლეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი,მომეწონა ,კარგად გავიგე და ვფიქრობ,უკეთესად ჩამოვაყალიბებ სახლში მუშაობის დროს.


შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებებისთვის -ეს დაგვეხმარება ეტაპობრივად შევაფასოთ ჩვენი სამუშაო პროცესი

განსაკუთრებით მომეწონა პროექტის პრეზენტაცია პოვერთ პოინთში. .მადლობა, ბატონო დიმიტრი, ასეთი ნაყოფიერი მუშაობისთვის!